primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საუკუნის პროექტი - რიკოთის გზის მშენებლობა „თეგეტა რენტალსის“ მხარდაჭერით ხორციელდება

  • საზოგადოება
  • 27.07.2022
  • 17:44
 საუკუნის პროექტი - რიკოთის გზის მშენებლობა „თეგეტა რენტალსის“ მხარდაჭერით ხორციელდება

საქართველოს ჩქაროსნული გზის მშენებლობის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებაა. სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის დაფარვა განახევრებულ დროში იქნება შესაძლებელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, „თეგეტა რენტალსი“, საუკუნის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ სამუშაოები  ურთულეს გეოგრაფიულ მარშუტზე ჩაატარა, სადაც სპეციალურად პროექტისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი. 51.6 კმ-იანი გზა 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. „თეგეტა რენტალსმა სამუშაობი სამ სხვადასხვა უბანზე განახორციელა.    

„ჩვენთვის რიკოთის საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტში ჩართვა ნამვილად საამაყოა. ,,თეგეტა რენტალსი“-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია  წვლილის შეტანა, სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ მსგავს პროექტებში.  ორ მთავარ მონაკვეთზე, საერთო ჯამში ჩვენი ათამდე ერთეული ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ორი JCB-ის უახლესი ექსკავატორი, რომლითაც სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩატარდა. უბისა-შორაპნის მონაკვეთის ურთულესი რელიეფისთვის კი თურქეთიდან XCMG-ის 130 ტონა ტვირთამწეობის ამწეკრანი ჩამოვიყვანეთ და ჩვენი გუნდის წარმოამდგენლების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განვახორციელეთ“ - აცხადებს ლევან ვარშანიძე, „თეგეტა რენტალსის“ დირექტორი.

,,თეგეტა რენტალსი,, აქტიურად არის ჩაბმული მესამე სექციის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მოდერნიზებაშიც, სადაც  სამუშაოებს  „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ აწარმოებს. პარტნიორობის ფარგლებში „თეგეტა რენტალსი“ მშენებლობის პროცესში სპეციალური ტექნიკის მიწოდებას უზრუნველყოფს და გამოცდილი ოპერატორების დახმარებით პროცესებს შეუფერხებელად მართავს.  

„მოგეხსენებათ, რომ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაობს ძალიან რთულ მონაკვეთებზე ვახორციელებთ. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი რესურსი მშენებლობის ბოლომდე ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი. „თეგეტა რენტალსის“ წარმომადგენლებმა შეძლეს ყველა საჭირო ტექნიკით ჩვენი მომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გუნდი სრულად ჩაერთო პროცესებში და მათი დახმარებით, სამუშაოები დათქმულ ვადებში ხორციელდება“, - ჩენგ ხიანგი, გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი.

რიკოთის ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო, მისი ღირებულება 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.

--

„თეგეტა რენტალსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, „თეგეტა რენტალსი“ 2019 წელს სამშენებლო ბაზრის ხელშეწყობის მიზნით დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის იჯარას გამოცდილი ოპერატორებით, როგორც დღიური, ასევე გრძელვადიანი საჭიროებისთვის. კომპანიის საქმიანობაში შედის სპეციალური ტექნიკით მომსახურება მიწის სამუშაოებისა და ინერტული მასალების ტრანსპორტირების მიმართულებით. „თეგეტა რენტალსი“ ბაზარზე  მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლეს მოდელებს წარადგენს. მათ შორის: Man, JCB.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge