primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

პრეზიდენტი ძალიან გვჭირდებოდა და გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენ გვერდით აღარ გვყავს - თეა წულუკიანი

  • კომენტარები
  • 28.07.2022
  • 09:29
პრეზიდენტი ძალიან გვჭირდებოდა და გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენ გვერდით აღარ გვყავს - თეა წულუკიანი

სამწუხარო რეალობაა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, მაშინ, როდესაც ქვეყანა გადის დანაღმულ ველზე, ამ დროს მთავრობას მოურღვევს მხარდაჭერას, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაზიანებული გამოსულიყო. 

"მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მოკლევადიანი გეგმა, რომელსაც ველოდებოდით და რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კარი ფართოდ უნდა გაეღო, ჩვენ აქედან დაზიანებული გამოვსულიყავით. პრეზიდენტმა ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. მაგალითისთვის: ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია. ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. შეურაცხყოფას აყენებდა ყველას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გზა გაუხსენითო და იქაც რომ მიდიოდა, სავარაუდოდ, იქაც კრიტიკით იყო დაკავებული". - თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ქართულ ოცნებას პრეზიდენტი ძალიან სჭირდება, თუმცა, ის მათ გვერდით აღარ არის.

"ქვეყნის ინტერესის დაცვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ფრონტით იმ ადამიანების მიერ, ვინც ხელისუფლებაში არიან და პრეზიდენტი ხელისუფლებაშია, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. ამიტომ, მე, ამ ქვეყანაში დაბადებულ მოქალაქეს მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ ზურაბიშვილმა ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარულის დროს, გარკვეულ მომენტში ისეთი ნაბიჯები გადადგა, რასაც, შესაძლოა, ზიანი მოეტანა. თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო, რომ მას რამე გაეკეთებინა ღირებული, იმიტომ, რომ მაგალითად, როდესაც ჩვენ საფრანგეთის პრეზიდენტისგან ვისმენთ, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ის ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკაა მთავარი და არა ის, რეფორმები გავატარეთ თუ არა, ეს საერთოდ სხვა სახის დისკუსიაა, სადაც მე ვფიქრობ, ჩვენს პრეზიდენტს წამყვანი როლი უნდა ჰქონოდა, რომ თავისივე კოლეგა დაერწმუნებინა იმაში, რომ სწორედ გეოპოლიტიკურად არის საქართველო უნიშვნელოვანესი ევროკავშირისთვის და არა პირიქით. მის საქციელს ახსნა სავარაუდოდ აქვს, რადგან ის ძალიან შორს არის იმისგან, რომ არ იცოდეს, რას აკეთებს. ის არ არის რადიკალური ოპოზიციის მსგავსი ქმედების, ვერ დავწამებ. გეგმაც აქვს ხოლმე და იცის, საითკენ მიისწრაფვის. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა და გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენ გვერდით აღარ გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და ა.შ. მაშინ, როდესაც ქვეყანა გადის დანაღმულ ველზე, დანის პირზე თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, ამ დროს მთავრობას მოურღვევს თავის მხარს თუ მხარდაჭერას, ეს არ მგონია იყოს ის, რაც შეიძლება გეგონოს, რომ უნდა იყოს" - ამბობს წულუკიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge