png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მამაჩემის ჩამოსვლა შეცდომა იყო. ის უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის - ედუარდ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 28.07.2022
  • 11:57
მამაჩემის ჩამოსვლა შეცდომა იყო. ის უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის - ედუარდ სააკაშვილი

მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ, - თქვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შვილმა,  ედუარდ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშილი სსაკითხი ნაკლებად პოლიტიკური უნდა იყოს.

"მე ერთი კვირაა, საქართველოში ვარ, ჩამოსული ვარ ოჯახის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა ზუგდიდში, ბათუმში, საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეუბნებიან - მიშა როგორ არის? ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის რაღაცა მომავლის ლიდერი ან რაღაც მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, როგორც, აი, "მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს" და ასე შემდეგ. არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე უყურებს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უნდა მისთვის კარგი. ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე და არა, რომ ის არის მომავლის ლიდერი.

ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან მიშასი ან ნაციონალური მოძრაობის, ამიტომ მე მგონია, რომ ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ. ეს ცოტა რთული წარმოადგენია ჩემთვის და მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს, მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ" - ამბობს ედუარდ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

"დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, სიმართლე ვთქვათ, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად, მაგრამ ჩამოსვლამდე ის საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი, ჰო? ანუ რეალურად ის ჩამოვიდა და მივიღეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს", - თქვა სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge