primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბაიდენი რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

  • მსოფლიო
  • 04.08.2022
  • 20:42
ბაიდენი რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმადაც, ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბრიტნი გრაინერს ბრალად ედებოდა ნარკოტიკების შენახვა და კონტრაბანდა.

ბაიდენმა მკაცრად დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას მიუღებელი უწოდა.

"დღეს, ამერიკის მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა, რამაც კიდევ ერთხელ ცხაჰდყო ის, რაც მსოფლიომ უკვე ისედაც იცოდა - რუსეთმა არაკანონიერად დააკავა გრაინერი. ეს მიუღებელია და მე მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბრიტნაი გრაინერი, რათა მან შეძლოს თავის ცოლთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებსა და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა", - ამბობს ბაიდენი განცხადებაში.

"ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს დაუღალავ მუშაობას, რათა ბრიტნი და პოლ უილენი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში", - დასძენს ბაიდენი.

შეგახსენებთ, მოსკოვის ხიმკის საქალაქო სასამართლომ ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების შენახვასა და კონტრაბანდაში და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გრაინერი საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

ამავდროულად, სასამართლომ გრაინერს დააკისრა ჯარიმის გადახდა 1 მილიონი რუსული რუბლი ოდენობით (დაახლოებით 16 400 დოლარი).


ბრიტნი გრაინერი 2022 წლის 17 თებერვალს შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ნიუ იორკიდან მოსკოვში ჩაფრინდა.

რუსეთის საგამოძიძებო უწყების ცნობით, კალათბურთელის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა "ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის.

7 ივლისს გრაინერმა ბრალი აღიარა, თუმცა დასძინა, რომ დანაშაულის ჩადენისა და ნარკოტიკების ტრანსპორტირების განზრახვა არ ჰქონია.

მაისში შეერთებულმა შტატებმა გრაინერი "უკანონოდ დაკავებულად" აღიარა და მისი საქმე მძევლების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს გადასცა.

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთში უკანონოდ დაკავებულ ამერიკელთა სამშობლოში დაბრუნებაზე მეტად პრიორიტეული ამოცანა არ არსებობს.

27 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთი და შეერთებული შტატები განიხილავენ პატიმრების გაცვლას. ამ გეგმის ფარგლებში, შეერთებული შტატები ითხოვს ბრიტნი გრაინერისა და კიდევ ერთი ამერიკელი პატიმრის პოლ უილენის გაცვლას, რომელიც გასამართლებულია ჯაშუშობის მუხლით. სანაცვლოდ, ვაშინგტონი მოსკოვს რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გადაცემას სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge