primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ - სარჯველაძე პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენაზე

  • კომენტარები
  • 05.08.2022
  • 23:30
ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ - სარჯველაძე პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენაზე

მართლა საინტერესო იქნება ამაზე ინფორმაციის მოსმენა და ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ, რომ მართლა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი – ორჯერ კანდიდატურა წარმოადგინა, დაეთანხმა ამ კანდიდატურას და განა რა მოხდა ამ პერიოდში ისეთი, რამაც შეიძლება, აზრი შეაცვლევინოს, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ წარუდგინდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების წარუდგინა.

"იმდენად უცნაური ინფორმაციაა, რომ მე ყველას ვურჩევდი, გადავამოწოთ კიდევ ერთხელ რაიმე შეცდომა არ იყოს, რადგან არ მგონია, თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის სახით განხილვას არ იმსახურებდა ბატონი კალანდარიშვილი, რომელიც მოქმედია. ამიტომ, არ ვიცი, მართლა ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა; კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ფონზე, როდესაც წინა ჯერზე როგორი იყო გადაწყვეტილებები, მათ შორის, სხვათა შორის, პრეზიდენტის და ამის შემდეგ, მთელი ეს განვლილი პერიოდი, რომელიც ამ კაცმა იმუშავა თანამდებობაზე; არ ვიცი, განა, რა მოხდა ისეთი, რამაც შეაცვლევინა პოზიცია პრეზიდენტს. როდესაც ადრე თვლიდა კანდიდატურის განხილვის ღირსად და ახლა აღარ თვლის. არ ვიცი, რამ შეცვალა მისი პოზიცია, საინტერესოა. ვარაუდები და ვერსიები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეიძლება, ბევრი გქონდეს, მაგრამ, ალბათ, წინასწარ მათი გამოცხადება არ ღირს. ძალიან საინტერესო კი არის, რამ შეცვალა პრეზიდენტის ხედვა ამ საკითხის ირგვლივ. მართლა საინტერესო იქნება ამაზე ინფორმაციის მოსმენა და ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ, რომ მართლა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი – ორჯერ კანდიდატურა წარმოადგინა, დაეთანხმა ამ კანდიდატურას და განა რა მოხდა ამ პერიოდში ისეთი, რამაც შეიძლება, აზრი შეაცვლევინოს. ალბათ, უნდა აიხსნას და თვითონ გასცეს ამ საკითხებზე პასუხი. არ მგონია, ამ შემთხვევაში, წინასწარ დავაბრალოთ პრეზიდენტს, რომ აყოლილია ოპოზიციას და ამ შემთხვევაში, დესტრუქციული როლის თამაშის თამაშს აპირებსო; არ მგონია, რომ ამის დაბრალებისთვის მიზეზი გვქონდეს ამწუთას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge