png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთ-საქართველოს ომმა უკვე აჩვენა, რომ კრემლთან მოლაპარაკებების ნდობა შეუძლებელია - ფოტიგა

  • პოლიტიკა
  • 06.08.2022
  • 19:27
რუსეთ-საქართველოს ომმა უკვე აჩვენა, რომ კრემლთან მოლაპარაკებების ნდობა შეუძლებელია - ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფოტიგას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომმა კარგად აჩვენა, რომ დასავლეთი კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ენდოს.

"14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი. მხოლოდ აშშ-ის მტკიცე ერთგულებამ და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.

დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არასოდეს აღსრულებულა აგრესორი რუსეთის მიერ. ნებისყოფის, მონდომების, სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, აიძულოს კრემლი უპირობოდ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან, არის ის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს განმეორებით დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა მისი აგრესია, როგორც ამას დღეს უკრაინაში აკეთებს.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას, რომ საქართველომ შეძლოს, სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ეკუთვნის", - წერს ანა ფოტიგა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43

ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47

ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge