ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 70 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 29.02.2016
- 09:58
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი ბომბი აფეთქდა. ინციდენტი შიიტებით დასახლებულ რაიონში, ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა.
პოლიციელებისა და ექიმების ცნობით, 70 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ამ დანაშაულის უკან.
გავრცელებული ინფომრაციით, აფეთქებები თვითმკვლელებმა მოახდინეს.
იმის მიუხედავად, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, არ არის გამორიცხული, რომ მის უკან ”ისლამური სახელმწიფო” იდგას, რადგან ამ ექსტერმისტულ დაჯგუფებას ბაღდადის შიიტურ რაიონებში ტერარქტები არაერთხელ განუხორციელებია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200