ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა
- სამართალი
- 07.08.2022
- 10:31
აჭარის პროკურატურამ ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, 6 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი თავისი მართვის ქვეშ მყოფი Hyundai Elantra-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პროკურატურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200