png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ისრაელმა და "ისლამურმა ჯიჰადმა" დაზავების შესახებ განაცხადეს

  • მსოფლიო
  • 08.08.2022
  • 11:10
ისრაელმა და "ისლამურმა ჯიჰადმა" დაზავების შესახებ განაცხადეს

ისრაელი და პალესტინის რადიკალური მოძრაობა "ისლამური ჯიჰადი" დათანხმდნენ ეგვიპტის შუამავლობით მოზადებულ საზავო პირობებს. იტყობინება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 7 აგვისტოს, ღამის 23:30 საათზე შევიდა ძალაში.

ზავის ორივე მხარემ მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს შუამავლობისთვის.

"თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვევა, ისრაელი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ძალისმიერად. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ მხარეს, ხელი შეუშალოს ისრაელის მცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

თავის მხრივ, "ისლამურმა ჯიჰადმა" ზავის დადება დაუდასტურა სააგენტო dpa-ს.

შეთანხმება ასევე მოიცავს ეგვიპტის ვალდებულებას, რომ იმუშავებს ორი პალესტინელი პატიმრის, ბასემ ალ-საადისა და ხალილ ავავდეს გასათავისუფლებლად.

5 აგვისტოს ისრაელის არმიამ დაიწყო ოპერაცია "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ, კოდური სახელწოდებით "გარიჟრაჟი". შედეგად დაიღუპა ამ რადიკალური ჯგუფის მეთაური ტაისირ ალ-ჯაბარი და მისი ხელმძღვანელობის სხვა წევრები.

რადიკალურმა დაჯგუფებამ 600-მდე რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით, რაკეტების სამიზნე იყო თელ-ავივი და ათობით ქალაქი სამხრეთით, ღაზის სექტორთან.

7 აგვისტოს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან რაკეტები გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.

ისრაელის სარაკეტო თავდასხმებს ბოლო სამი დღის განმავლობაში, პალესტინის მონაცემებით, სულ მცირე 31 პალესტინელი შეეწირა. AFP-ის ცნობით, დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია, ხოლო 275 ადამიანი დაშავდა.

მოელიან, რომ 8 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ კონფლიქტის მიმდინარე გამწვავებას. სხდომა დახურულ კარს მიღმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ირლანდიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და ჩინეთის ინიციატივით იმართება.

ბოლო დღეებში ვითარების გამწვავება ყველაზე მასშტაბური იყო 2021 წლის შემდეგ. 2021 წლის მაისში ესკალაცია პალესტინელ რადიკალებსა და ისრაელის არმიას შორის 11 დღე გაგრძელდა.

ისრაელისა და რადიკალების დაპირისპირების გამწვავების მიზეზი გახდა ისრაელის მიერ "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი ბასამ ალ-საადი დაპატიმრება. მისი დაკავებისას, პალესტინისა და ისრაელის პოლიციებს შორის შეტაკება მოხდა, დაიღუპა არაბი მოზარდი. "ისლამურმა ჯიჰადმა" განაცხადა, რომ თავისი ლიდერის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge