png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 08.08.2022
  • 12:25
მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ - გიორგი გახარია

მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შინდისის გმირების მემორიალთან განუცხადა.

გახარიას თქმით, ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დღეს ქართველები, დღესაც, უკრაინაში, უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად აგვისტოს ომზე, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, ამიტომ კითხვები: ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი, არის აბსოლუტურად არააქტუალური თემები.

დღეს ქვეყანას ისეთი გამოწვევები აქვს, ჩვენ ისეთი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ უნდა გავერთიანდეთ და იმის მაგივრად, რომ ეს დისკუსიები გვქონდეს, იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე როგორ დავიცვათ, გონივრულად, ისე, რომ ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას და კი არ უნდა დავაყვედროთ ვინმეს, რომ ომი ავარიდეთ ვინმეს, არა, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ხვალინდელი დღისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge