png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

WP: ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა

  • მსოფლიო
  • 10.08.2022
  • 17:30
WP: ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა

ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერაციის შედეგად მოხდა.

გაზეთი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვედანაყოფზეა საუბარი, თუმცა მანამდე, დასავლური მედია წერდა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციის ძალები გეგმავენ ოპერაციებს რუსეთის არმიის ღრმა ზურგში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე.

Washington Post-ის წყარომ არ გაამხილა დეტალები, თუ როგორ მოხდა თავდასხმა ნოვოფედოროვკაში.

ამავდროულად, ცოტა ხნით ადრე, Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ აეროდრომზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა, აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.

აფეთქებების სერიის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ დაუდასტურებია ინცინდენტთან კავშირი, თუმცა მოგვიანებით უკრაინის ოფიციალური პირები აქტიურად გამოეხმაურნენ მომხდარს და განაცხადეს, რომ "რუსეთის დემილიტარიზაცია ახლა იწყება". ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყირიმის განთავისუფლებით უნდა დასრულდეს.

ოთხშაბათს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა ნოვოფედოროვკაში, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებები იყო. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულია 7. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ არის უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.

აფეთქებები ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზაზე, ქალაქ ნოვოფედოროვკის მახლობლად მოხდა.

სამხედრო ბაზა და აეროდრომი, რომელიც ნოვოფედროვოკასთან მდებარეობს, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge