png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გავრილოვის ღამე, შეუსრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები - სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან - დეგნანი

  • პოლიტიკა
  • 17.08.2022
  • 15:28
 გავრილოვის ღამე, შეუსრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები - სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან - დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ ამერიკის საელჩოს წაუყენეს უაზრო შეთქმულების თეორიაა. 

დეგნანი სთავაზობს ქართველ ხალხს, გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოდის პოლარიზაცია. მისი თქმით, ეს "გავრილოვის ღამემ", არშესრულებულმა დაპირებებმა, არადემოკრატიულმა ქმედებებმა განაპირობა და არა დასავლელმა პარტნიორებმა. 

"მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასე გვესმის საქართველოს მხარდაჭერა, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა გახდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან", - ამბობს კელი დეგნანი. 

"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს. მათი მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge