primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის - ფაშინიანი

  • პოლიტიკა
  • 19.08.2022
  • 15:38
საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის - ფაშინიანი

მოხარული ვარ, მივესალმო ყველას სომხურ-ქართულ პარტნიორული მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და მიმდინარეობს მუშაობა ამ პოტენციალის გამოსაყენებლად.

„საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობრის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად, განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.

ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევის პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, რომ დავაფიქსირეთ, შარშანდელთან შედარებით, 97 პროცენტით სავაჭრო ბრუნვის ზრდა გვაქვს. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო ძალიან დიდი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს და ეს განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები.

სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაცია გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი შესაძლებლობას იძლევა, რეალური ნაბიჯები გადაიდგას არა მხოლოდ კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს კავშირის უზრუნველყოფის საკვანძო სხვა ინიციატივებში.

„ვიმედოვნებ, ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით, დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზივებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვს ენერგორესურების, კავშირგამბულობის, საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ.

„ასევე უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ყოველდღიური სამუშოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. ორ ქვეყანას შორის საჭიროა, განვითარდეს საზღვარშორისი თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენ ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ, ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთისა და საქართველოს რეგიონებს შორის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით გვაქვს დიდი შესაძლებლობა, უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია, ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი განვითარება ურთიერთობებში. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათშორისი შეხვედრები, აქტიური მისვლა-მოსვლა, მჭიდრო კავშირები, ამიტომ გაადვილებული უნდა იყოს ჩვენი უერთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ახალი ხიდი. მადლობა ყველა მხარეს, დამფინანსებელს, დამპროექტებელს, მშენებელ კომპანიას, ვინც განახორციელა ეს პროექტი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიტანს და ჩვენს ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. მადლობა ყველას, ყველას ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge