png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობას უხდის

  • პოლიტიკა
  • 06.09.2022
  • 19:56
 ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობას უხდის

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა.

როგორც ზელენსკი წერილში აღნიშნავს, ის მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ და პერსონალურ მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის.

ზელენსკი აცხადებს, რომ ამ სამიტზე მოხდა მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის, ძლიერებისა და სიმტკიცის დემონსტრირება რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში.

„მინდა, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება თქვენი ქვეყნისადმი და პერსონალური მადლობა გითხრათ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. ამ სამიტზე მოხდა მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის, ძლიერებისა და სიმტკიცის დემონსტრირება უკრაინის და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში რუსეთის აგრესიისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დროებით ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას. სამიტზე ასევე დადასტურდა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც დაიწყო 2014 წელს ყირიმის დაკავებით და ასევე უკრაინელი ხალხის უფლება, გაათავისუფლოს უკრაინის მთელი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დიდად მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნისა უკრაინის შემართული და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან ეს მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და მართლმსაჯულების წინაშე დავაყენოთ ისინი, ვინც პასუხისმგებელია აგრესიული და დანაშაულებრივი ომისთვის. ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას „ყირიმის პლატფორმის“ ფარგლებში. კერძოდ კი ველით თქვენი ქვეყნის მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებებში – ყირიმის პლატფორმის პირველ საპარალამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების სამიტში. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge