png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამ ოთხეულის როტორიკა შეესაბამება რუსეთში, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებულ განცხადებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ყველა ხალხის მტერი და ამერიკის აგენტია - ბეჟაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.09.2022
  • 12:24
ამ ოთხეულის როტორიკა შეესაბამება რუსეთში, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებულ განცხადებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ყველა ხალხის მტერი და ამერიკის აგენტია - ბეჟაშვილი

ამ ოთხეულის როტორიკა პრაქტიკულად შეესაბამება რუსეთში, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებულ განცხადებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ყველა ხალხის მტერი და ამერიკის აგენტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილიმამოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების მლორიგ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მათ ვერ გაურჩევიათ, ვინ არის მთავარი საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია უკვე სამარცხვინო ხასიათს იღებს. ამ ოთხეულის როტორიკა პრაქტიკულად შეესაბამება რუსეთში, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებულ განცხადებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ყველა ხალხის მტერი და ამერიკის აგენტია. ამ ადამიანებს ვერ გაურჩევიათ, ვინ არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მთავარი საფრთხე. ამიტომ არის, რომ საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“ რუსულ ოცნებას ეძახიან“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ სათავე დაუდო თანამედროვე წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ოთხეულის განცხადება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ, რუსული ნარატივია.

„ვარდების რევოლუციამ“ სათავე დაუდო თანამედროვე წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს. მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. ამიტომ ვარდების რევოლუციის მოხსენიება ამერიკის აგენტობად და ა.შ. არის რუსული ნარატივი, რუსული აგენტურის მიერ საქართველოში გავრცელებული ნარატივი. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ძალა, რომელიც საქართველოში რუსული აგენტურის ნარატივს პირდაპირ ახმოვანებს“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge