png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 10.09.2022
  • 01:25
ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ - ზელენსკი

ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით.

„ამ დროისათვის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.

რეგიონის სოფლების ნაწილში მიმდინარეობს ტერიტორიების შემოწმების ღონისძიებები, თანდათან კონტროლს ვამყარებთ ახალ დასახლებულ პუნქტებზე - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშებს და ჩვენი ხალხის დაცვას.

არ გვავიწყდება სხვა მიმართულებებიც. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში და ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. ვთხოვ უკრაინელებს გათავისუფლებული ტერიტორიებიდან, აცნობონ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს ნებისმიერი ინფორმაცია უკრაინის მიწაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრშეტევაზე გადავიდნენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის მიმართულებით უკვე დაიბრუნეს ტერიტორიების 1000 კვ.კმ.

8 სექტემბერს ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge