png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

NYT: კიევს კონტრშეტევის მომზადებაში აშშ-ის დაზვერვა დაეხმარა

  • მსოფლიო
  • 11.09.2022
  • 12:49
NYT: კიევს კონტრშეტევის მომზადებაში აშშ-ის დაზვერვა დაეხმარა

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა მათ ამერიკელ კოლეგებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ზაფხულში გააძლიერეს, როდესაც უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევის დაგეგმვა, რამაც საშუალება მისცა კიევს ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიეღწია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

"ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას აწვდიდა ინფორმაციას სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალის საწყობებისა და სხვა საკვანძო პუნქტების შესახებ, რუსეთის სამხედრო ხაზის გასწვრივ", - წერს New York Times-ი.

"ამ ინფორმაციამ, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა კონტრშეტევის დაგეგმვასა და აღსრულებაში, საშუალება მისცა უკრაინელებს, მიზანში ამოეღოთ რუსული ჯარები, მოეკლათ მაღალი რანგის გენერლები და იძულებული გაეხადათ რუსები, ფრონტის ხაზიდან შორს გაეტანათ თავიანთი საბრძოლო მასალების მარაგები", - აღნიშნულია სტატიაში.

გასული კვირების განმავლობაში, ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ მათ აქვთ ბევრად მეტი ინფორმაცია რუსული სამხედრო გეგმების შესახებ, ვიდრე უკრაინულზე.

"თუმცა, როგორც კი უკრაინამ დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის გეგმის შემუშავება, კიევის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ინფორმაციის გაზიარებით შეერთებულ შტატებთან, მათ შეეძლოთ მეტი მხარდაჭერა მიეღოთ", - ამბობენ წყაროები.

რა სახის ინფორმაცია მიაწოდეს მხარეებმა ერთმანეთს, პუბლიკაციაში მითითებული არ არის.

ამავდროულად, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნისა და CIA-ს ოფიცრის მიკ მალროის თქმით, უკრაინის ჯარები უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

"ახლა არის დრო, რომ უკრაინულმა არმიამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების შესუსტებისა და განადგურების მიზნით", - განაცხადა მან.

ამასთან, New York Times-ის ცნობით, აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აქებენ უკრაინის საფუძვლიან მომზადებას კონტრშეტევისთვის.

თუმცა მათივე თქით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე მსჯელობა, შეძლებენ თუ არა უკრაინელი სამხედროები შეტევის იგივე ტემპით გაგრძელებას. კონტრშეტევისას მათ განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები და ასევე განიცდიან საარტილერიო ჭურვები ნაკლებობას.

ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინა უახლოეს დღეებში, მით უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი საპასუხო დარტყმის გზებს მოძებნის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge