png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეს ომი პუტინის უპირობო დანებებით უნდა დასრულდეს - ლანდსბერგისი

  • მსოფლიო
  • 11.09.2022
  • 23:33
ეს ომი პუტინის უპირობო დანებებით უნდა დასრულდეს - ლანდსბერგისი

პუტინის გენოციდური გეგმა უკრაინის რუკიდან წაშლის შესახებ ჩავარდა. ის მოლაპარაკების პოზიციაზე არ არის. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

ამავდროულად, ლანდსბერგისმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ლიდერებს შთამაგონებელი სიმამაცისთვის.

"პუტინის გენოციდური გეგმა უკრაინის რუკიდან წაშლის შესახებ ჩავარდა. ის მოლაპარაკების პოზიციაზე არ არის. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით. უკრაინის გმირები ყოველდღიურად აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს, მადლობა შთამაგონებელი ლიდერობისთვის.

ნება მიბოძეთ, ვიყო გულახდილი. უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ თვეების წინ შეეძლო რუსების განდევნა, პირველივე დღეებში რომ მიეღო აუცილებელი აღჭურვილობა
 უფრო სწრაფად რომ მოგვეხდინა უკრაინის შეიარაღება, ათასობით სახლი არ დაინგრეოდა, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, ათასობით ბავშვი უსაფრთხოთ იქნებოდა მშობლებთან ერთად. უნდა ვაღიაროთ, რომ დაშოშმინების პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო მათ დასაცავად", - წერს ლანდსბერგისი.

მისივე თქმით, უკრაინის ხალხმა საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენი პატივისცემის მოსაპოვებლად, "ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ომის სწრაფად და სამუდამოდ დასრულებაში".

ლანდსბერგისი განმარტავს რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომი სწრაფად დასრულდეს.

"1.    დასავლური თანამედროვე შეიარაღება (ATACMS, ტანკები, მოიერიშე თვითმფრინავები) ხელმისაწვდომი უნდა იყოს უკრაინისთვის;

2.    ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ და გავაძლიეროთ უსაფრთხო ზონები ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიების გარშემო, რათა პუტინი მათი იარაღად გამოყენება ვერ შეძლოს;

3.    მკაფიო წითელი ხაზები უნდა გაივლოს და მათი გადაკვეთის შედეგები ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი პუტინისთვის;

4.    სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სხვები უნდა გაიგზავნონ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რათა გამოიძიონ იქ ჩადენილი დანაშაულები;

5.    უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია;

მათ, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის სიძლიერეში, ბოდიში უნდა მოიხადონ. უკრაინა გვიცავდა ჩვენ ყველას, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. დადგა დრო, ჩვენი ღრმა მადლიერება გამოვხატოთ", - წერს ლანდსბერგისი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge