მოსკოველი და პეტერბურგელი დეპუტატები პუტინის გადადგომას მოითხოვენ
- მსოფლიო
- 12.09.2022
- 19:18
ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან, - ნათქვამია მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალური დეპუტატების განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადადგომა, Twitter-ზე გამოქვეყნებული პეტიციის მიხედვით მოითხოვეს. დოკუმენტი გამოაქვეყნა სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის „სემენოვსკის“ დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს.
„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან!“- აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200