png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა - მედია

  • მსოფლიო
  • 13.09.2022
  • 12:30
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა - მედია

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, 13 სექტემბრის 09:00 საათიდან ამოქმედებული რეჟიმი სომხეთის არმიამ მალევე დაარღვია, თუმცა, 09:15 საათიდან კვლავ აღდგა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია სომხურ მხარეს.


წუხელ, გვიან ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ 13 სექტემბერს, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანი ვარდენისის, სოტკის, არდანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით მიზანმიმართულად იყენებს არტილერიას, ნაღმტყორცნებს, დრონებსა და მსხვილი კალიბრის იარაღს, არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ. აზერბაიჯანის ცნობით, მსხვერპლია ორივე მხარეს.

ამავდროულად, აზერბაიჯანმა კატეგორიულად უარყო სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და მას აბსურდული უწოდეა. უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და პაუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge