png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია - ვახტანგ გომელაური

  • კომენტარები
  • 15.09.2022
  • 19:04
„ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მინსკში ყოფნისას „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია.

გომელაურს ჟურნალისტებმა კითხეს: „გქონდათ თუ არა „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მინსკსა და ვლადიკავკაზში? გქონდათ თუ არა კომუნიკაცია რუსულ სპეცსამსახურებთან 2017 წელს“.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ ხუთი-ექვსჯერ. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდით, ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, ოფიცალური შეხვედრები რაც გვქონდა ხოლმე. ასეთი რამ არ მომხდარა. 100 წლისთავი იყო, როცა ჩამოსული იყვნენ იქ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც და მიულოცეს. ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი მეორე პირი. პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია.

ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე აზერბაიჯანშიც იყვნენ ჩამოსული, მიულოცეს. იქ იყვნენ ამერიკის, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ, ბორტნიკოვიც და დაზვერვის უფროსიც იყო. პირისპირ არ შევხვედრივართ, ეს არ მომხდარა არასდროს. ვთქვათ შევხვდი, რა პრობლემაა ამაში, ჩემ გამო არ უნდა ჩასულიყო, თუ მე არ უნდა ჩავსულიყავი აზერბაიჯანში. მეც ვიყავი, ამერიკელებიც, ბრიტანელებიც და გერმანელებიც“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, მინსკში ბელარუსის სპეცსამსახურების იუბილეზე მასთან ერთად იმყოფებოდა სოსო გოგაშვილიც.

„სოსო მუშაობდა მაშინ და სოსოც ჩემთან ერთად ბრძანდებოდა. კიდევ ვიმეორებ, იუბილეზე იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირველი და მეორე პირები, ულოცავდნენ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს, ასევე იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენ. ჩვენი მეგობრებიც იყვნენ მისალოცად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსულ სპეცსამსახურებთან არავითარი კავშირი არ აქვთ. „არანაირი კავშირი არ გვაქვს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა გომელაურს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. გომელაურის განცხადებით, საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, მივა და პასუხებს გასცემს.

„საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, შეიქმნას, მივალ და პასუხებს გავცემ, თუმცა მათ ვუსვამ კითხვას, თუნდაც შევხვდი ფარულად და ფარულად ბევრს შევხვედრივარ, ვგულისხმობ, იმას, რომ ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია შეხვედრა. შევხვედრივარ ვთქვათ, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სამსახურის წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რომელიც ღიად არ გამოდის. ეს ძალიან კარგად იციან ჩემმა წინამორბედებმაც, ძველმა მთავრობის ხელმძღვანელებმაც. ვთქვათ, შევხვდი, რომელი მუხლი დავარღვიე, რას იკვლევენ? არ შევხვედრივარ, მაგრამ ვთქვათ, შევხვდი, დანაშაულია?“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge