png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი - დიმიტრი ხუნდაძე

  • პოლიტიკა
  • 16.09.2022
  • 13:47
ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი - დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და ამბობს, რომ ელჩი კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა სიმართლისთვის თავი აერიდებინა. მ

„ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა სიმართლისთვის თავი აერიდებინა. დასავლური ღირებულებები სწორედ იმით არის ჯერ კიდევ მიმზიდველი, რომ მისი ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. თუ მართლმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს, დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს და მათ საკუთარი უფლებების დაცვაც კი ვერ შეძლონ, არათუ სხვისი, ეს უფრო საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს, სადაც სულ უმცროსი ვიყავით და უფროსი მუდამ გვყავდა. მაშინ, სად არის რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი? ჩვენი თავი ჩვენადვე როგორ უნდა გვეყუდნოდეს?

პარტნიორს კითხვებს იმიტომ ვუსვამთ, რომ მისი იმედი გვაქვს და მისი მართალი პასუხი გვაინტერესებს. ის კი არც კითხულობს და რუსეთუმეობას გვაბრალებს. და თუ ეს ჩვენ არ მოგვწონს, თურმე უნდა გავჩუმდეთ, „უფროსი ძმა ყოველთვის მართალია“. ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს? თუმცა, „ამერიკული მონობა ჯობია რუსულს“. არა ბატონო, ქართველი ერი ვერავის უღელს ვერ შეეგუება.

ამერიკელი დეგნანი გვეუბნება, ჩვენ საქართველოში მშვიდობა გვსურსო, მეორე ამერიკელი-კინზინგერი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოუწოდებს, “ჩადით საქართველოში და გაყარეთ ხელისუფლებაო”. მესამე ამერიკელი – ფარკასი დამატებით სანქციებში ჩართვაზე გველაპარაკება და უკრაინასთან ერთად წინა ხაზზე გამოსვლისკენ მოგვიწოდებს. “თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებს”-ო, თითქოს ნარდის თამაშს აპირებდეს ჩვენთან რუსეთი.

რომელს დავუჯეროთ? თუ ისევ გავჩუმდეთ? აღარაფერს ვამბობთ უკრაინელი მაღალჩინოსნების ომში ჩართვის მოწოდებებზე.

ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, „შემოგვეზომა“. ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ჩართული ევროპარლამენტის მიერ სანქციების შემუშავების პროცესში, კელი დეგნანი პასუხობს, რომ მას არ სურს ევროკავშირის სახელით საუბარი. არადა, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რეზოლუცია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე იყო საუბარი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი თვით ადრე, ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ქველმოქმედად მოიხსენია.

ვეკითხებოდით, შეხვდი თუ არა ბიძინასო და დიდად იუარა, არადა, თურმე შეხვდა და დაგვიმალა, თუ რატომ, მაინც არ გვითხრა. იმალება ის, რაც დასამალია.

არ გვითხრა და ნუ გვეტყვის. მთავარია ჩვენ ვამბობთ სათქმელს, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აქამდე არ იცოდა, ახლა კი იცის. დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან.

ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge