png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი პასუხს აგებს იზიუმში ჩადენილი დანაშაულებისთვის - ბორელი

  • მსოფლიო
  • 16.09.2022
  • 22:46
რუსეთი პასუხს აგებს იზიუმში ჩადენილი დანაშაულებისთვის - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ეხმიანება იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა და ომის კანონების დარღვევაში მონაწილე პირები პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

„ევროკავშირი შოკირებულია მასობრივი სამარხებით, 440-ზე მეტი ცხედრით, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა იზიუმში აღმოაჩინეს... ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს მთელ ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბორელი აღნიშნავს, რომ უკვე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ბევრი აწამეს, გაიტაცეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, სექსუალურად იძალადეს, იძულებით გაიყვანეს.

„რუსეთის ძალების ეს არაადამიანური ქმედებები სრულიად უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ჟენევის კონვენციებს და ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას“, - აღნიშნა ბორელიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge