ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა - სტოლტენბერგი
- მსოფლიო
- 20.09.2022
- 21:13
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფსევდორეფერენდუმებს არ აქვს ლეგიტიმაცია და არ ცვლიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შინაარს.
ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი Twitter-ზე წერს.
„ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმურობა და არ ცვლიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შინაარს. ეს პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ასეთი უხეში დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
როგორც ცნობილია, ოკუპანტები 23-27 სექტემბერს ფსევდორეფერენდუმებს მართავენ ოკუპირებული ტერიტორიების - დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთთან მიერთების შესახებ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200