უკრაინაში რუსეთის დანაკარგმა ახალი ფსიქოლოგიური ზღვარი გადაკვეთა - გენშტაბი
- მსოფლიო
- 23.09.2022
- 11:38
უკრაინაში რუსეთის დანაკარგმა ახალი ფსიქოლოგიური ზღვარი გადაკვეთა და 56 060-ს მიაღწია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თვდაცვის ძალებმა გასულ 24 საათში კიდევ 550 ოკუპანტი გაანადგურეს.
უწყების მონაცემებით, ასევე ლიკვიდირებულია მტრის 18 ტანკი, 20 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 14 საარტილერიო სისტემა, 8 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის საშუალება, ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 29 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და ერთი სპეციალური ტექნიკა.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკისა და კრამატორსკის მიმართულებებზე განიცადეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200