png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა

  • საზოგადოება
  • 23.09.2022
  • 11:56
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოში პირველად, UK-Georgia Fintech Forum გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტთან ერთად იყო DataFest Tbilisi,  საქართველოს ბანკთან და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით.

ფორუმის მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებს შორის შესაძლო პარტნიორობების განხილვა იყო. ასევე, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების ქართულ და ბრიტანულ ბაზარზე განვითარების მიმოხილვა და პერსპექტივები.

„საქართველოს ბანკი  ფინტექ მიმართულებით და ინოვაციების განვითარების კუთხით ბევრი საინტერესო ღონისძიების პარტნიორია. ეს შეხვედრაც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა,  ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების სპიკერებსა თუ დამსწრე საზოგადოებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები გაეზიარებინა ერთმანეთისთვის.  მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სადაც  ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიის შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ფორუმმა ინსპირაციული საუბრებისთვის და პანელური დისკუსიებისთვის თავი მოუყარა  გამორჩეულ ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. ფორუმი სამი სესიისგან შედგებოდა, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან:

მაიკ კინგი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ინვესტიციების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით;

    რობინ ბათლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი;

    ნიშ კოტეჩა, FinBoot-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;

    ალპეშ ბ პაიტელი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ტრანზაქციების სპეციალისტი;

    ბრაიან ზენგი, კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებაზე მომხსენებით ასევე წარსდგნენ:  გიორგი კინწურაშვილი-  საქართველოს ბანკის

ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; დავით კიკვიძე- Fintech ასოციაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ებანოიძე- საქართველოს ეროვნული ბანკის FinTech და SupTech განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე ასათიანი-Edumentors-ის თანადამფუძნებელი. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა სტარტაპებმა, როგორიცაა: PAYZE, CNICK და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge