შეერთებულ შტატებს სი ძინპინის მსგავსი ძლიერი ლიდერი სჭირდება - ტრამპი
- მსოფლიო
- 23.09.2022
- 12:25
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთისკენ მიექანება“ და ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ჩინეთის ხელმძღვანელის სი ძინპინის მსგავს ძლიერ ლიდერს შეუძლია. ამის შესახებ მან ტელერახ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება. ჩვენ ვართ ერი, რომელიც დაღმასვლაშია. ჩვენს ქვეყანაში არეულობაა. ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება“, - თქვა ტრამპმა. მისი აზრით, შეერთებულ შტატებს სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს კრიზისიდან გამოიყვანს.
„დაივიწყეთ შიდა პოლიტიკური კონფლიქტები, ყველა რესპუბლიკელის, დემოკრატის, მემარცხენერადიკალის {განცხადებები}. მე მინდა დავინახო ძლიერი ხელმძღვანელი, მინდა დავინახო ის, ვინც იქნება სის {ძინპინის} თანასწორი“, - განაცხადა ტრამპმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200