png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-საც აქვს ბირთვული რაკეტების გამშვები ღილაკები - ანჯეი დუდა

  • მსოფლიო
  • 23.09.2022
  • 15:46
აშშ-საც აქვს ბირთვული რაკეტების გამშვები ღილაკები - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, უნდა ელოდოს პასუხს აშშ-სგან და მთელი ცივილიზებული სამყაროსგან.

ამის შესახებ დუდამ ნიუ იორკში განაცხადა, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია Polsat News-ზე დაყრდნობით იუწყება.

 „შეერთებული შტატები უდიდესი ბირთვული სახელმწიფოა, მსოფლიოში უდიდესი სამხედრო სახელმწიფო და ის, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამს, ასევე საფრთხეა რუსეთისთვის“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „აშშ-შიც არის ბირთვული რაკეტების გამშვები ღილაკები“.

 „თუ რუსეთი დაარღვევს ყველა ტაბუს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და იცავს თავის ტერიტორიას, იყენებს მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღს და თუ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რუსეთს შეუძლია პასუხს დაელოდოს“, - დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ასევე დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ იციან, რომ „ნებისმიერი, ტატქიკური ბირთვული იარაღის გამოყენება იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს ბირთვული იარღი, ამ ბატონებს მსოფლიო პოლიტიკს მიღმა დააყენებს“.  

 „ეს არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის ტრიბუნალების, პასუხისმგებლობისა და შესაძლო გრძელვადიანი პატიმრობის საფრთხე, არამედ უბრალოდ მათი და რუსეთის, ცივილიზებული სამყაროდან გარიყვა, ვიდრე ისინი მის სათავეში არიან“, - განმარტა მან.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს ძალისხმევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რათა შეაკავონ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთის უგუნური ბირთვული საფრთხეები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge