png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ღარიბაშვილმა ვალის მოხდის მიზნით თავიდან ძალიან მოკლედ ახსენა ოკუპაცია, შემდეგ ასევე ძალიან მოკლედ ერთხელ თუ ორჯერ უკრაინა - გიგა ბოკერია

  • კომენტარები
  • 23.09.2022
  • 15:53
ღარიბაშვილმა ვალის მოხდის მიზნით თავიდან ძალიან მოკლედ ახსენა ოკუპაცია, შემდეგ ასევე ძალიან მოკლედ ერთხელ თუ ორჯერ უკრაინა - გიგა ბოკერია

„ღარიბაშვილმა ვალის მოხდის მიზნით თავიდან ძალიან მოკლედ ახსენა ოკუპაცია, შემდეგ ასევე ძალიან მოკლედ ერთხელ თუ ორჯერ უკრაინა, ოღონდ მთავარი პრობლემა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ყველა დროის ყველა პოლიტიკურ არარაობას ჰქონდა არცერთხელ საერთაშორისო ტრიბუნაზე, მათ შორის არც გაეროში და არც სხვაგან კონტექსტში არ სვამდნენ საქართველოს მნიშვნელობას და ჩვენი ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის, გნებავთ მსოფლიოში მშვიდობისთვის.“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილის გაეროში ვიზიტს.

უკრაინის ომმა მოგვცა ამის დამატებითი შესაძლებლობა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად თქვა რატოა უკრაინისა და ამავე დროს საქართველოს მხარდაჭერა და უსაფრთოხების გარანტია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი.

ამას უკრაინელი ლიდერები ყოველჯერზე ამბობდნენ, ეს მარტო მათი პრობლემა კი არ არის, ხსნიდნენ თუ რატომ არის ყველას პრობლემა. ვერ ვეღირსეთ და ვერც ვეღირსებით, სანამ ივანიშვილის რეჟიმია, რომ ასეთი ან მსგავსი გზავნილი გვქონდეს ამ ხალხისგან, იმიტომ რომ ამათ სხვა ამოცანა აქვთ. ამათ აქვთ ამოცანა, რომ საკუთარი ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, მათ შორის ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

ეს არის ტრადიციული უტიფრობა, მერამდენეჯერ უნდა მოხდეს, რომ ინფლაციის ნიშნით უმძიმეს მდგომარეობაში არსებული ქვეყნის პრემიერი, როცა გვაქვს ყველა ნიშანი მოქალაქეების გადინების, იმის გამო რომ ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა გვაქვს ანუ ჯამში შემოსავლები კლებულობს, არ არსებობს პერსეპქტივის განცდა, ამ მდგომარეობაშია ქვეყანა, ხოლო ქვეყნის პრემიერი თავს უფლებას აძლევს სერიოზულად ილაპარაკოს, რომ საქართველო და შვეიცარია არიან დღეს კარგ დღეში, ასეთ უტიფრობასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ევროკავშირთან დაახლოებასა და გაწევრიანებას, ამაზეც ვალის მოხდის მიზნით დაზეპირებული ფრაზებით გამოირჩა. გაეროს ტრიბუნიდან თავის ქება არაფრის მომტანი არ არის საერთოდ არცერთ საკითხზე, მითუმეტეს როცა რეალობა ამის საწინააღმდეგოა. როცა ქვეყნის შიგნით ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა, რათა ასიამოვნოს იმ პუტინისტურ პროპაგანდას, რაზეც ეს რეჟიმი დგას.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge