primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ირანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამწყვეტად იმოქმედებს

  • მსოფლიო
  • 25.09.2022
  • 11:13
ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ირანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამწყვეტად იმოქმედებს

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ მზად არის გადამწყვეტად იმოქმედოს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, რომელიც მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციაში ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრანტებთან შეტაკებების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, პოლიცილები როგორ ესვრიან დემონსტრანტებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ძალოვანები იყენებენ საბრძოლო ტყვიებს.

მოსახლეობის პროტესტს ირანის რეჟიმის მწვავე რეაქცია მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ასობით ადამიანი, მხოლოდ გუილანის პროვინციაში დააკავეს 739 დემონსტრანტი, მათ შორის 60 ქალი. ასევე გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულებს ძალოვანები სასტიკად უსწორდებიან.

Сжигание иранского флага

როგორც BBC-ის ქალაქ ოშნევიედან აცნობეს, დემონსტრანტებმა ზოგიერთ უბანზე დროებითი კონტროლიც დაამყარეს.

რაისმა თავის განცხადებაში პროტესტებს „არეულობები“ უწოდა.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა ვაშინგტონი. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეასუსტებს ინტრენეტის ბლოკირებას, რათა ირანელებმა თავი იზოლირებლად არ იგრძნონ.

ყოვლისმომცველი პროტესტი ირანში 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო, რომელიც მორალის პოლიციამ დააკავა. ეროვნებით ქურთი მაჰსა ამინი თეირანში დააკავეს კანონის დარღვევისთვის, რომლის თანახმად, ქალებმა თმა ჰიჯაბით ან თავსაფრით უნდა დაიფარონ, ხელები და ფეხები კი გრძელი, თავისუფალი სამოსით.

დაკავებიდან მალევე ამინი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გული გაუჩერდა. თუმცა ამინის ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. ისინი ეჭვობენ, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა. ამინის მამის თქმით, მას ქალიშვილის აუტოფსიის შედეგების გაცნობის უფლება არ მისცეს.

Протесты в Тегеране

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge