png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აქტივისტი გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრების გასაჯაროებას მოითხოვს

  • საზოგადოება
  • 26.09.2022
  • 12:43
აქტივისტი გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრების გასაჯაროებას მოითხოვს

გაასაჯაროონ კადრები. დადასტურდება, ვინ ცრუობს, ვინ არის მართალი, ვინ არის პროვოკატორი და ვინ არის მოძალადე, - ამის შესახებ მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებაში ბევრი სიცრუეა.

"მე ვამბობ პირდაპირ, რომ არაფერი მაქვს დასამალი და გაასაჯაროონ კადრები, რომლებიც, ბუნებრივია, გადაღებული იქნება, რადგან ვიდეოკამერები არის ოფისში. დადასტურდება, ვინ ცრუობს, ვინ არის მართალი, ვინ არის პროვოკატორი და ვინ არის მოძალადე. გაასაჯაროონ ვიდეოკადრები, არ არის პრობლემა.

რაც შეეხება შემდეგ საკითხს, რომ მე ნამდვილად, როდესაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იყო, ჩემს მეგობრებთან ერთად მივედი. მინდოდა, მისთვის პირისპირ დამესვა შეკითხვები, რატომ მიუთითებდა ის თავის ქვეშევრდომებს, რომ ჩვენზე ეძალადათ უფრო მეტად, ვიდრე ძალადობდნენ. რადგან წლების განმავლობაში, ნიკა მელიას მხარდამხარ ვიბრძოდით, მის გამო მზად ვიყავი, რომ სპეცრაზმს დავხვედროდი „ნაცმოძრაობის“ ოფისში და ფიზიკურად დამეცვა. მისი თხოვნით და ინიციატივით მე წავედი ზუგდიდში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ დამეცვა ანზორ მელიას ხმები. იქ ჯერ მცემეს და შემდეგ 10 დღე ფოთი იზოლატორში გავატარე. მისი ინიციატივით მე ვიშიმშილე „ნაცმოძრაობის“ ოფისში და კინაღამ შევწირე ჩემი ჯანმრთელობა თავიდან ბოლომდე. ასეთი ადამიანი, რომელსაც მე ყველაფერში გვერდში ვედექი, ნაცვლად იმისა, რომ მართლა, ჩემგან კრიტიკულ აზრს იტანდეს, კრიტიკული აზრის გამო მზად არის, ფიზიკურად გაგვისწორდეს და გაგვანადგუროს. შესაბამისად, პირდაპირ მივმართავ მას, ამ მეთოდების გამო, მოუწევს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან წასვლა“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.~

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge