კახა კალაძე პარლამენტში მისვლისთვის მზად არის
- პოლიტიკა
- 01.03.2016
- 09:40
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მზადყოფნა გამოთქვა დააკმაყოფილოს საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა და მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერ ფორმატში დეპუტატების ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
„როგორც კი გამოინახება თავისუფალი დრო, უპრობლემოდ, მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, კომიტეტზე იქნება ალბათ განხილვა,“ - აცხადებს კახა კალაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლა გუშინდელ ბიუროს სხდომაზე მოითხოვეს. მათი თქმით, კახა კალაძე ვალდებულია გაზმპრომთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200