3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- საზოგადოება
- 26.09.2022
- 15:21
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მათივე ინფორმაციით, თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200