primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

„თბილისის უფასო მაღაზია“ Tegeta Care-ზე

  • საზოგადოება
  • 27.09.2022
  • 15:13
„თბილისის უფასო მაღაზია“  Tegeta Care-ზე

სულ ცოტა ხნის წინ, Tegeta Care-ზე, თბილისის უფასო მაღაზიის შესახებ გაჩნდა გრაფა. ეს არის ამბავი, თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს სიკეთის კეთება.

შეიძლება, უკვე შეგინიშნავთ კიდეც მწვანე „ფურგონი“, თბილისში, ჭავჭავაძის N33-ში,  ეს საქართველოში პირველი უფასო მაღაზიაა. მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ, საკვები პროდუქტი, ან სხვა ნივთები „მწვანე ფურგონში“  დატოვოთ. ყოველ კვირა დღეს კი იმ ადამიანებს გაატანენ, ვისაც ძალიან სჭირდება.

თამარ ვახტანგიშვლი, უფასო მაღაზიის დამფუძნებელი, გვიყვება, რომ სხვების დახმარების სურვილი, დიდი ხანია ჰქონდა.  მერე აღმოაჩინა, უფასო მაღაზია ახალ ზელანდიაში, სადაც საკვებითა და სხვა პროდუქტებით იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვისაც ეს სჭირდება. ყველაფერი რომ ზუსტად გაეთვალა, ახალ ზელანდიაში, დამაარსებლებს შეეხმიანა. შემდეგ კი, ეს გამოცდილება და საკუთარი სურვილები გააერთიანა. ასე გაჩნდა მწვანე ფურგონი - თბილისის უფასო მაღაზია.

თამარ ვახტანგიშვლი: „ყოველ კვირას, დაახლოებით 200 ადამიანს მაინც ვეხმარებით. ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. თითქოს, იდეა, თავიდან, ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა „აიტაცა“ კიდეც, მაგრამ რეალურად, კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო. თუნდაც, ყოველ კვირას, თითო ადამიანმა 1 პური რომ მოგვიტანოს, ჩათვალეთ, ეს უდიდესი დახმარება იქნება -  მინიმუმ, 200 ლარის დაზოგვას შევძლებთ, იმ თანხებიდან, რითაც ჩვენი მეგობარი კომპანიები გვეხმარებიან. სამაგიეროდ, ამ ფინანსებით სხვა, ძალიან საჭირო და მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას შევძლებთ.  როდესაც იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვინც ჩვენთან მოდის დახმარების მისაღებად, რომ ხარ იმედი, შეიძლება ბოლო იმედიც, იმიტომ რომ იმ დღეს არ აქვს არაფერი საჭმელი, ეს იმხელა მოტივაციაა, არ გაჩერდე, იმუშაო და სხვებსაც მოუწოდო, რომ ჩაერთონ, შეუძლებელია ამაზე თქვა უარი“.

თამარ ვახტანგიშვილი თავად ფინანსისტია. ამბობს, რომ  არ იყო ადვილი ამ იდეის რეალობად ქცევა. ადვილი არც ახლაა. რეგულარულად, ამ ეტაპზე, 3 კომპანია ეხმარება, მათ შორისაა „თეგეტა ჰოლდინგი.“

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საქველმოქმედო იდეას, ამ პატარა მწვანე ფურგონსაც მუდმივი, უწყვეტი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი უფასო მაღაზიის იდეამ უწყვეტად იმუშაოს.

  https://fb.watch/fOmwu7JcfH/ 

რაც შეეხება პლატფორმა Tegeta Care-ს - გარდა იმისა, რომ კომპანია საკუთარი სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტებზე გვიამბობს, ის ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. აქ შეგიძლიათ, გაიცნოთ ადამიანები, მათი იდეები და თქვენც შეიტანოთ წვლილი მათ დახმარებაში, ვისაც ეს მართლა ძალიან სჭირდება.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge