png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლიმანი თითქმის სრულად უკრაინელი სამხედროების ალყაშია - ISW

  • მსოფლიო
  • 29.09.2022
  • 11:47
ლიმანი თითქმის სრულად უკრაინელი სამხედროების ალყაშია - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს ლიმანის რაიონში ბოლოდროინდელ დანაკარგებზე და მზად არ არის ფრონტის ამ მონაკვეთის დაცემისთვის, რაც სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც დაბალ მორალურ სულისკვეთებას.

ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის არმია რუსეთის ჯარების პოზიციებს უტევს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან 12 კილომეტრში. ცენტრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსი სამხედრო ბლოგერების შეფასებებზე, რომ ლიმანში რუსეთის დაჯგუფებები მალე დამარცხდებიან.

ექსპერტთა თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ლიმანი თითქმის სრულად უკრაინელი სამხედროების ალყაშია.

 

ექსპერტების აზრით, კრემლმა, შესაძლოა, დროებით გადადოს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია, რათა უკეთესად მოამზადოს რუსეთის საინფორმაციო სივრცე, თუმცა 30 სექტემბერი დიდი ალბათობით რჩება ანექსიის გამოცხადების თარიღად.

ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ცოტა ხნის წინ გაწვეულებისა და არასაკამარისად მომზადებულ მოხალისეების ფრონტზე გაგზავნას, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვედანაყოფების დეგრადირებული ნაშთების გასაძლიერებლად, მათ  შორის იმ ქვედანაყოფების, რომლებიც ადრე რუსეთის მთავარ საბრძოლო ძალებად მიიჩნეოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge