png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით - იენს სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 30.09.2022
  • 21:26
დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით - იენს სტოლტენბერგი

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონი გამოაცხადა რუსეთის ნაწილად. ეს არის ძალის გამოყენებით ევროპის ტერიტორიის უმსხვილესი ანექსიის მცდელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ყალბი რეფერენდუმები დაიგეგმა მოსკოვში და ჩატარდა უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უარყონ რუსეთის მიერ ტერიტორიების დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა. ეს მიწები უკრაინისაა. დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი არის უკრაინა. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით, თუმცა ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ომად და ეს არ ცვლის უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ჩვენს მზადყოფნას. ნატო არ არის ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავისი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, რაც გაწერილია გაერო-ს წესდებაში. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და მტკიცე, დავიცვათ ნატო-ს თითოეული მოკავშირე და ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. პუტინმა განახორციელა ასობით ათასი დამატებითი სამხედროს მობილიზება, ის დაკავებულია ბირთვული იარაღის ჟღარუნით და ახლა მოახდინა დამატებით უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსია. ყველაფერი ერთად, ეს წარმოადგენს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებები არის იმის აღიარება, რომ მან ტოტალური მარცხი განიცადა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და რჩება მტკიცე უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში.

„ეს ყველაფერი არ აჩვენებს სიძლიერეს, ეს აჩვენებს სისუსტეს, ეს აჩვენებს სისუსტეს. ეს არის აღიარება, რომ მისი გეგმის მიხედვით არ მიდის და პუტინმა ტოტალური მარცხი განიცადა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. პუტინს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ომზე და მისი პასუხისმგებლობაა მისი დასრულება, მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასრულება, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის დასრულება, რომელიც აზარალებს ამდენ ადამიანს მთელს მსოფლიოში. რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა ევროპაში. ნატო ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ჩვენ ვრჩებით მტკიცე, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში, ვიდრე ის აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge