ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ახლა უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა - სალივანი
- მსოფლიო
- 01.10.2022
- 13:13
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების მიწოდება, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება კი „სხვა დროს უნდა გადაწყდეს“.
ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
„აშშ ათწლეულებია, მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატო-ს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი აზრით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ“, – განაცხადა სალივანმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200