png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ორბელიანების სასახლეში კომპოზიტორ დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 01.10.2022
  • 17:10
ორბელიანების სასახლეში კომპოზიტორ დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართა

ორბელიანების სასახლეში კომპოზიტორ დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოებების კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ: მუსიკოსები, თანამედროვე მუსიკის მიმართულებით მომუშავე პროფესორები და დიპლომატები.

ღონისძიების მიზანი საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერაა. ქართული თანამედროვე პროფესიული მუსიკის ორბელიანების სასახლეში წარდგენა ქართულ საზოგადოებაში ამ ჟანრის მუსიკის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დემეტრე გამსახურდიამ ორბელიანების სასახლეში მსმენელის წინაშე მუსიკალური პერფომანსი ,,მიკარება“ შეასრულა. 

,,მინდა მივესალმო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა. შარშან, როცა ვიზიტით შვეიცარიაში ვიმყოფებოდით, დემეტრე გამსახურდიამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ერთ-ერთი თავისი ნაწარმოები შეასრულა. მაგრამ მაშინდელი გარემო არ იყო შესაბამისი, რომ ნამდვილად მოგვესმინა მისი კომპოზიციები ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომ მე მას შევთავაზე, რომ როგორც კი, საქართველოში ჩამოვიდოდა შეეძლო ორბელიანების სასახლის ამ სივრცეში და უფრო სწორ ფორმატში დაეკრა ჩვენთვის თავისი კომპოზიციები.  

მე მგონი ეს სრულიად გამართლებული და სწორია, რომ პრეზიდენტის სასახლეში პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს მიეცეს საშუალება საკუთარი ნაწარმოებები შეასრულოს. აქვე მინდა დავძინო, რომ ეს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ ბაბუის გამო, იმიტომ, რომ თვითონაა გამორჩეული პიანისტი და კომპოზიტორი. ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ მთელ ოჯახს, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორედ მის შემოქმედებას ვაღიარებთ. 

როცა მუსიკოსი, პიანისტი, კომპოზიტორი უკვე აღიარებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - შვეიცარიაში, სადაც ცხოვრობს, გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და სწორია, რომ საქართველოშიც აქვს კონცერტები და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე რადგან საჭიროა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც უცხოეთში, ემიგრაციაში იზრდებიან, არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან და მიეცეთ საშუალება, საქართველოშიც გაიცნონ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საწყისი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ძალიან საინტერესო ფორმებითა და სხვა საკონცერტო დარბაზებში გაგრძელდება. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

დემეტრე გამსახურდია უცხოეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორია, რომლის მუსიკა დაფუძნებულია ქართულ მრავალხმიანობაზე და რომელიც თანამედროვე მუსიკის ისეთ ელემენტებს იყენებს, როგორიცაა ,,მინიმალური მუსიკა“ და ,,სპექტრალური მუსიკა“. 

მუსიკალური კომპოზიცია შვეიცარიის მთებშია შექმნილი - საფორტეპიანო პერფომანსი აკუსტიკური და ციფრული კლავიატურებით, რომლის კონცეფცია ბგერასთან მიკარებაა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge