უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს
- მსოფლიო
- 02.10.2022
- 10:15
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო Telegram-არზე ავრცელებს.
„დღეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ კი 81-ე ცალკეულმა სადესანტო ბრიგადამ უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებთან, კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანზე“, - წერს ტიმოშენკო.
გავრელებულ ვიდოში ჩანან ურაინელი სამხედროები, რომლებიც ლიმანის ადმინისტრაციის შენობებიდან ყრიან რუსეთის დროშებს და უკრაინის დროშებს ამაგრებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200