png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატო-ს წევრი 9 ქვეყანა მხარს უჭერს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

  • მსოფლიო
  • 02.10.2022
  • 15:56
ნატო-ს წევრი 9 ქვეყანა მხარს უჭერს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ცენტრალური და აღმოსალეთ ევროპის 9 ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნათქვამია ცხრა ქეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტის იფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ომის დროს იმყოფებოდნენ კიევში და თავიანთი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები, ამიტომ მათ არ შეუძლიათ დუმილი რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის პირობებში.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის ნატო-ში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“,  - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ყველა ის პირი, ვინ დანაშაულს სჩადის უკრაინაში, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოვუწოდებთ მოკავშირეებს არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge