png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სომხეთი აზერბაიჯანს სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს

  • მსოფლიო
  • 02.10.2022
  • 17:22
სომხეთი აზერბაიჯანს სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სომეხი სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყველაფერს შეეცდება, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.  

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ვიდეო: აზერბაიჯანელი ჯარისკაცები თვითნებურად ხვრეტენ სომეხი სამხედო ტყვეების ჯგუფს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე“, - წერს ფაშინიანი Twitter-ში.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ „მკაცრად უნდა დაგმოს აღნიშნული სამხედრო დანაშაული და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეაჩეროს აზერბაიჯანის აგრესია“.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტაივო კლაარმა განაცხადა, რომ თუ დამტიკიცდება ვიდეოს ნამდვილობა, მაშინ ეს სამხედრო დანაშაული იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები კი დაისაჯონ.

ფაქტს ეხმიანება აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა  და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა სრულყოფილად იძიებს ვიდეოს ავთენტურობას.

„აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა სრულად და სრულყოფილად იძიებს ამ კატეგორიის ვიდეოების ავთენტურობას, ასევე დროსა და ადგილს, სადაც ვიდეო გადაიღეს, მათზე გამოსახული სამხედროების ვინაობას, ასევე ყველა სხვა დეტალს, რაც მნიშვნელოვანია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის. გამოძიების შედეგების მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge