თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
- საზოგადოება
- 02.10.2022
- 17:55
სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას სვანეთის სათემო რადიო ავრცელებს. მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.
დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს განაცხადა. მისი ცნობით, მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი, რადგან სახელმწიფოს ასეთი ტიპის ვერტმფრენიც არ ჰყავს.
ამჟამად მიმდინარეობს ცხედრების გამოყვანის სამუშაოები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200