ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის გმირია - ფრიდონ ინჯია
- კომენტარები
- 03.10.2022
- 13:54
ბიძინა ივანიშვილი მართლაც რომ გმირია, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"გააჩნია, ვის რა უნდა. ერთი იტყვის - ეს მინდა იყოს ოლიგარქიო, მეორე იტყვის, ის მინდაო, ვინ როგორ აირჩევს [...] ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის მეცენატია. მან იმდენი რამე გააკეთა, მე ახლა ბოლო პერიოდში ვნახე, გავეცანი ინფორმაციას და მართლაც რომ გმირია", - თქვა ინჯიამ.
იურიდიული კომიტეტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200