"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა, POSTV-ის წილების 52% იყიდა
- პოლიტიკა
- 04.10.2022
- 11:33
ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა ტელევიზია POSTV-ის წილების 52% იყიდა. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია POSTV-ის წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა სოზარ სუბარმა.
"ქართული ოცნებიდან" წასულ ოთხ დეპუტატს - სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან მათი ხუთი კოლეგა უერთდება, ამის შესახებ მათ მოძრაობა "ხალხის ძალის" ბრიფინგზე განაცხადეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200