უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
- მსოფლიო
- 05.10.2022
- 11:21
სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ დეტალურად დაგეგმილი და ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულია ბერისლავის რაიონის დასახლებული პუნქტები: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი და დიდი და პატარა ალექსანდროვკა. სარდლობის ინფორმაციით, ყველა ამ დასახლებულ პუნქტში აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა.
"საგულდაგულოდ დაგეგმილი და ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გავათავისუფლეთ და აღვმართეთ უკრაინის სახელმწიფო დროშები ბერისლავის ოლქის რვა დასახლებაში"- ნათქვამია განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200