უკრაინის ძალების მიახლოება ანექსირებულ ლუჰანსკის რეგიონთან რუსეთის ხელისუფლებას სირთულეებს მატებს - ბრიტანეთის დაზვერვა
- მსოფლიო
- 05.10.2022
- 12:30
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განვითარებას როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ ფრონტებზე.
უწყების მონაცემებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის ოლქში, უკრაინა, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთით ტერიტორიების მნიშვნელოვან უბნებზე გამაგრდა. უკრაინელმა სამხედროებმა 20 კმ-ით წინ წაიწიეს რუსეთის თავდაცვის ზონის სიღრმეში ქალაქ სვატოვოს მომარაგების ცენტრის მიმართულებით.
„ძლიერ სავარაუდოა, რომ ახლა უკრაინა საარტილერიო სისტემებით დარტყმებს მიაყენებს სვატოვო-კრემენაიას საკვანძო მაგისტრალს, რაც უფრო მეტად გაურთულებს რუსეთს აღმოსავლეთით თავისი ქვედანაყოფების მომარაგების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ანგარიშში.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ლიდერები სავარაუდოდ შეშფოთებულები არიან იმით, რომ უკრაინის მოწინავე ქვედანაყოფები უახლოვდებიან ლუჰანსკის ოლქის საზღვრებს, რომლის ანექსიის შესახებ რუსეთმა გასულ კვირას განაცხადა.