png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში, 2024 წელს, დაგეგმილია, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

  • საზოგადოება
  • 05.10.2022
  • 12:37
საქართველოში, 2024 წელს, დაგეგმილია, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენცია რევაზ ჯაველიძემ გახსნა, მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ჰასან მოჰთაშამიმ, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას, ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.

„მოგეხსენებათ, 2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერის ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა ჩაატარებს საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა, სახელმწიფოსთან ერთად დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები,“ – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლის თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორის, ჰასან მოჰთაშამის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურს აქვს ყველა შესაძლებლობა, კომპეტენცია და უნარი, რათა განახორციელოს ამ სახის სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კარგადაა მომზადებული მასშტაბური სტატისტიკური სამუშაოს შესასრულებლად.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 29 მლნ ლარს შეადგენს და დონორთა კონტრიბუცია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 ივნისს დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, ფინანსური ინსტიტუციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge