png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე, ოპოზიციაში რა ხარჯები ჰქონიათ - ირაკლი ზარქუა

  • კომენტარები
  • 06.10.2022
  • 13:39
მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე, ოპოზიციაში რა ხარჯები ჰქონიათ - ირაკლი ზარქუა

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

"სოსო თოფურიძე ხომ იცით, რომელიც არის? მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, რომელიც დღემდე მიმალვაშია. ეს ადამიანიც კი შეშფოთებულია და დემოკრატიას ქადაგებს. ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, თუმცა თურმე, ოპოზიციაში რა ხარჯები ჰქონიათ – დაცვა 18 ათასი ლარი, მივლინებები 40 ათასი ლარი, თურმე ოთხი ტონა საწვავი და ა.შ. ეს ხალხი შემდეგ დაიცავს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის უფლებებს? ამიტომაც არის, პარტიაში რომ შემორჩათ 17 კაცი, რომლებიც მათი მიმდევარია.

ერთი ჯალათი დანარჩენ მწვალებლებს უთვლის ხარჯებს, რაში დახარჯეს ფული, როგორ გამოიყენეს და ხალხი რომ არ აინტერესებთ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ მათი ინტერესი არ არის ის ხალხი, ვინც მათი მიმდევარია. მათმა მიმდევრებმაც გაშიფრეს ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები. რანაირად უნდა დაარწმუნოს ახლა ან ჭიჭე ვაშაძემ, ან მელიამ, რომ ხალხზე გადამკვდარები არიან და მათ ინტერესებს იცავენ. ერთიც, მეორეც ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან?, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge