png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე

  • კომენტარები
  • 07.10.2022
  • 13:01
თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე

თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ კიევის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოდიში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს? ვერ გავიგე. თუ ეს აუცილებლობაა, კი ბატონო, შესაბამისი ტექნოლოგიები განვითარებულია, რომ პირდაპირ ჩართონ და დაკითხონ, პრობლემა არ არის. მითუმეტეს, თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი. ის არის კლინიკაში, სადაც მკურნალობს და რეაბილიტაციას გადის. ასე რომ, მე მგონია, რომ არ უნდა შევაწუხოთ [...] ეს თვითონ პატიმრისთვის იქნება ცუდი იმიტომ, რომ ხომ ამტკიცებენ და ამბობენ, სუსტად არისო, ახლა უკრაინაში ტრანსპორტირება, თან იქ ომი და უბედურება ხდება და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?", - თქვა ზარქუამ.

კიევის ბორისპოლის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება გუშინ, 6 ოქტომბერს მიიღო. სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინის სასამართლო საქართველოდან სააკაშვილის გადაცემას ითხოვს, რათა დაკითხონ დაზარალებულის სახით, 2017 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge