მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
- პოლიტიკა
- 01.03.2016
- 13:58
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორთან მიხაილ მიოლერთან.
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო გაეროსთან და ორგანიზაციის ჟენევისოფისთან თანამშრომლობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა გაერო-ს გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდასაქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა დაუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში პირველად მონაწილეობს, როგორც საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. ქ. ჟენევაში ვიზიტისფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე და ასევე შეხვედრებს მართავს გაერო-სხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.